გაკვეთილის გეგმა
გაკვეთილის მთავარი თემა.
|
არაპოლარული და პოლარული კოვალენტური ბმები.
|
სწავლების საფეხური.
|
საბაზო.Χ კლასი.
|
მოსწავლეთა პროფილი.
|
21 მოსწავლე.
|
მოსწავლე შეძლებს აღწეროს სხვადასხვა ტიპის ბმების წარმოქმნის მექანიზმები; განასხვავოს კოვალენტური ბმის სახეები,რაც შემდეგ დაეხმარება დაამყაროს კავშირი სხვადასხვა ქიმიურ ბმებთან.დაასახელოს მაგალითები.
| |
გაკვეთილის მიზნები და შედეგები.
|
1..მოსწავლეს შეუძლია ნივთიერებათა თვისებები დაუკავშიროს ატომის ელექტრონულ აღნაგობას და ქიმიური ბმის ხასიათს.
2.მოსწავლეები ერთმანეთისაგან არჩევენ არაპოლარულ და პოლარულ კოვალენტური ბმებს.აღწერს სხვადასხვა ტიპის ბმების წარმოქმნის მექანიზმებს.
3. განასხვავებს კოვალენტური ბმის სახეებს.ასახელებს მაგალითებს;
|
წინასწარი ცოდნა.
|
მოსწავლეებმა იციან კოვალენტური ბმის სტრუქტურა.რა შემთხევაში მყარდება კოვალენტური ბმა.
|
შეფასების საგნები და პროცედურები.
|
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით.
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი.
|
ლეპტოპი,პროექტორი,ფურცლები,მარკერები,დაფა,ცარცი.
|
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი.
|
საორგანიზაციო საკითხები: 3 წთ.
A ფაზა(გამოწვევა)—12 წთ.
თითოეულ ჯგუფს,რომელიც წინასწარ არის დაყოფილი, ევალება მიცემული საშინაო დავალების ირგვლივ პრეზენტაციის გაკეთება.პრეზენტატორმა უნდა წარმოადგინოს ინტერნეტში არსებული სურათები და ნახატები კოვალენტური ბმის შესახებ და თან დაასაბუთოს თავისი ვაარაუდი,თუ რატომ ეკუთვნის ესა თუ ის სურათი კოვალენტურ ბმას.პრეზენტატორი აკეთებს პრეზენტაციას,დანარჩენები კი უსმენენ,რათა საჭიროების შემთხვევაში დაამატონ ის დეტალები,რომელიც გამორჩა პრეზენტატორს.
ლიმიტის ამოწურვისთანავე,პრეზენტაციას აგრძელებს მეორე ჯგუფი.პრეზენტაციის დრო-3 წთ.
B ფაზა(ახალი მასალის ახსნა)—18 წთ.
დამთავრებისთანავე მასწავლებელი აფასებს და აანალიზებს მოძიებულ მასალას და შესრულებულ დავალებას.ანალიზის საფუძველზე აკეთებს კავშირს ახალ მასალასთან,ამასთანავე იყენებს მოსწავლეების მიერ წარმოჩენილ სურათებს და თან სთავაზობს თავის სლაიდს.ამახვილებს ყურადღებას მათ მიერ მოძიებულ სურათებსა და მის სლაიდს შორის არსებულ მსგავსებებსა და კავშირზე.მინი ლექციის სახით აწოდებს ინფორმაციას ახალი მასალის შესახებ.
c ფაზა (გამთლიანება)-12 წთ.
იმის გასარკვევად რამდენად გაიგეს ახალი მასალა,მასწავლებელი არიგებს 5 კითხვიან ტესტს.ტესტის შესრულების დრო 3-4 წთ.
თანდან ახდენს შემოწმებას მოტანილი დავალების,რომლისთვისაც შეფასების რუბრიკა წინასწარაა შედგენილი და გამოკრულია ფლიფჩარტზე. 2-წთ.
აკეთებს დასკვნებს,-რა ვისწავლეთ და რაში გამოგვადგება შესწავლილი მასალა. წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკის მიხედვით აფასებს მოსწავლეებს.
საშინაო დავალების მიცემა ხდება სლაიდის საშუალებით,რომელზეც ნათლად და მკაფიოდ არის წარმოდგენილი შესასრულებელი დავალება.
|
No comments:
Post a Comment